შრი-ლანკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შრი-ლანკას დროშა

შრი-ლანკა (Sri Lanka – შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა)სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, ინდოეთის ოკეანეში მდებარე იმავე სახელწოდების კუნძულზე.

ფართობი – 65,6 ათასი კმ2.

მოსახლეობა – 20,7 მლნ კაცი (2012).

ოფიციალური ენები – სინჰალური, ტამილური, ინგლისური.

დედაქალაქი – ქ. კოლომბო.

ადმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად და 24 ოლქად. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს პრეზიდენტს და ერთპალატიან პარლამენტს, აღმასრულებელი – პრეზიდენტს და მთავრობას. დამოუკიდებლობას მიაღწია 1948 წელს ცეილონის სახელით.

1972 წელს გამოცხადდა შრი-ლანკის რესპუბლიკად, 1978 წელს მიიღო თანამედროვე დასახელება. შრი-ლანკა აგრარული ქვეყანაა განვითარებადი მრეწველობით.

საზღვაო პორტებია: კოლომბო, ტრინკომალი, გალე.

საერთაშორისო აეროპორტი – კოლომბო.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 160 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 78 ათ., სამხედრო-საჰაერო 28 ათ., სამხედრო-საზღვაო 15 ათ და სამხედრო პოლიცია 39 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებული პირებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები