შრაპნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შრაპნელი (ინგლისური shrapnel)საარტილერიო ჭურვი მზა დამაზიანებელი ელემენტებით (სფეროსმაგვარი ტყვიებით, ღეროებით და მისი მსგავსი ელემენტებით). გამოიგონა 1803 წელს ინგლისელმა ოფიცერმა გ. შრაპნელმა. გათვალისწინებული იყო ცოცხალი ძალის დასაზიანებლად. შედგებოდა ძირითადად დამაზიანებელ ელემენტებიანი კორპუსისგან, გამომგდები მუხტისა და დისტანციური ამფეთქისგან, რომელიც უზრუნველყოფდა ჭურვის აფეთქებას მიზნის თავზე.

XX საუკუნის 40-იან წლებში შრაპნელმა ადგილი დაუთმო მსხვრევად და მსხვრევად-ფუგასურ ჭურვებს. XX საუკუნის 60-იან წლებში კვლავ გაჩნდა ჭურვები მზა დამაზიანებელი ელემენტებით ფრთიანი ისრების სახით სიგრძით 25 მმ და მასით 0.5 გრ., მაგრამ ტერმინი "შრაპნელი" მათ მიმართ არ გამოიყენება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები