ცოცხალი ძალა (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცოცხალი ძალა (სამხედრო) – სამხედრო ფორმირებების პირადი შემადგენლობა, რომელიც ბრძოლაში (ოპერაციაში) მონაწილეობს. ტერმინი “ცოცხალი ძალა” უმთავრესად გამოიყენება მოწინააღმდეგის ჯარების პირადი შემადგენლობის, როგორც დაზიანების ობიექტის, მიმართ (იარაღის, სამხედრო ტექნიკის და სხვათაგან განსხვავებით).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017