აფეთქება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აფეთქება - შეზღუდულ მოცულობაში ენერგიის საგანგებოდ სწრაფი (რამდენიმე მიკროწამში) გათავისუფლების პროცესი. წარმოიქმნება ქიმიური ან შიდაბირთვული ენერგიის გამოყოფის შედეგად (შესაბამისად, ჩვეულებრივ ან ბირთვულ საბრძოლო მასალებში); ელექტრო-რადიაციული და კინეტიკური ენერგიის გარდაქმნა სითბოდ; გარემოს ენერგიის გათავისუფლება და სხვა. ჩვეულებრივ აფეთქებასთან ერთად გამოიყენება მიმართული აფეთქება (კუმულაციური ეფექტის გამოყენებით) და მოცულობითი აფეთქება.
სამხედრო საქმის გარდა აფეთქება. გამოიყენება მანქანათმშენებლობაში (ფეთქებადი შედუღება, შტამპვა), მშენებლობაში, სამთო საქმეში და სხვა.