შომონის ტრაქტატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შომონის ტრაქტატი – (რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიისა და პრუსიის ერთობლივი მოქმედებების შესახებ), დაიდო 1814 წლის 26 თებერვალი (10 მარტი). მას ხელი მოაწერეს შესაბამისად კ.ვ. ნესელროდემ, რ. კასლრიმ თავადმა კლემესს ლოთარ მეტერნიხმა და თავადმა კ. გარდესბერგმა 10.III შომონში (საფრანგეთში), მაგრამ დათარიღებულია 17.II.

1813 ბოლოს ავსტრიის კანცლერმა მეტერნიხმა წამოიწყო სეპარატული საზავო მოლაპარაკება ნაპოლეონ I]]-თან. როდესაც ამის შესახებ შეიტყო ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასლრიმ, დაბეჯითებით მოითხოვა მოკავშირეების მიერ ნაპოლეონის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების შესახებ ტრაქტატის დადება.

შომონის ტრაქტატი 17 და 3 საიდუმლო მუხლისაგან შედგებოდა. მხარეები შეთანხმდნენ, გაეგრძელებინათ საფრანგეთის წინააღმდეგ ომი საბოლოო გამარჯვებამდე და იღებდნენ ვალდებულებას, არ დაედოთ საფრანგეთთან არც დროებითი, არც მუდმივი ზავი საერთო თანხმობის გარეშე. თითოეულ სახელმწიფოს არანაკლებ 150 ათასი კაცის ოდენობის არმია უნდა გამოეყვანა. დიდმა ბრიტანეთმა ომის დაფინანსება იკისრა, რისთვისაც 1814 5 მლნ გირვანქა სტერლინგი უნდა გამოეყო. მხარეებმა დაადგინეს, რომ საფრანგეთი უნდა დაბრუნებოდა 1.I.1792 დროინდელ საზღვრებს, ხოლო ყველა სხვა მიწა, ამ საზღვრებს გარეთ, უნდა გამოსულიყო მისი გავლენის სფეროდან. ყოფილი ჰოლანდიის სამეფო უნდა შეერთებოდა ბელგიის პროვინციებს და საფრანგეთის საზღვრების ჩრდილოეთით ნიდერლანდის სამეფო უნდა შეექმნათ, გერმანიის სამთავროები დამოუკიდებელ კონფედერაციაში უნდა გაერთიანებულიყვნენ; შვეიცარია ასევე ფედერაციად ჩამოყალიბდებოდა, რომლის ნეიტრალიტეტიც გარანტირებული იქნებოდა. იტალია უნდა დაშლილიყო საფრანგეთისგან დამოუკიდებელ ცალკეულ სახელმწიფოებად, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ავსტრიას დაექვემდებარებოდნენ. ესპანეთი ფერდინანდ VII-თვის უნდა დაებრუნებინათ. ინგლისი ინარჩუნებდა ბატონობას მალტაზე, მავრიკიზე, ბურბონსა და წმინდანთა კუნძულების ჯგუფზე, ტობაგოსა და იმპერიისათვის ჩამორთმეულ სხვა კოლონიებზე.

შომონის ტრაქტატის საიდუმლო მუხლების მიხედვით, მას უნდა შეერთებოდნენ ესპანეთი, პორტუგალია, შვედეთი, აგრეთვე ჰოლანდია (აქ ორანელთა სახლის ძალაუფლების აღდგენის შემდეგ). მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, დაზავების შემდეგ საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში მოკავშირე ქვეყნებისათვის შეეშველებინათ, 60-ათასიანი არმია.

შომონის ტრაქტატმა ბოლო მოუღო საღვთო რომის იმპერიის არსებობას, დადგენილ იქნა კავშირის მოქმედების 20-წლიანი ვადა მისი შემდგომი განახლებით. შომონის ტრაქტატის ძირითადი პრინციპები კვლავ იქნა დადასტურებული 1814-15 ვენის კონგრესზე.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები