შეიარაღებული ძალების მშენებლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღებული ძალების მშენებლობა - სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შექმნის, მომზადების და განმტკიცების ღონისძიებების სისტემა; სამხედრო მშენებლობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი.

შეიარაღებული ძალების მშენებლობა განისაზღვრება სახელმწიფოს პოლიტიკით, ეკონომიკით და სამხედრო დოქტრინით. შეიარაღებული ძალების მშენებლობაზე გავლენას ახდენს სამრეწველო წარმოების, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების დონე, მოსახლეობის რიცხოვნობა და შემადგენლობა, მისი კულტურის დონე და მომზადებული კადრების არსებობა. ასევე ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ინფრასტრუქტურა, შეიარაღების განვითარების მიღწეული დონე, სამხედრო მეცნიერებისა და სამხედრო ხელოვნების წარმატება და სხვა ფაქტორები.

შეიარაღებული ძალების მშენებლობის ძირითად ღონისძიებებს წარმოადგენს:

  • შეიარაღებული ძალების ორგანიზაციული სტრუქტურის, მათი სახეობების, ჯარების (ძალების) გვარეობების, სპეციალური ჯარების და სამსახურების ორგანიზაციული სტრუქტურის, შემადგენლობის, თანაფარდობის დადგენა და სრულყოფა;
  • არმიის და ფლოტის ტექნიკური აღჭურვა;
  • შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების წესის და ხერხების დადგენა;
  • საბრძოლო და ოპერატიული მომზადების ორგანიზაცია და მოწყობა;
  • სამხედრო-სამეცნიერო თეორიის, წესდებების, სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება;
  • სამხედრო სამსახურის გავლის და კადრების მომზადების ორგანიზაცია;
  • ჯარების (ძალების) დაბინავება;
  • მათი ყოველმხრივი უზრუნველყოფის ორგანიზაცია და განხორციელება, ფლოტის და ავიაციის ძალების ბაზირების სისტემის შექმნა; სამხედრო საქმეში განსწავლული რეზერვების და სამობილიზაციო მარაგის მომზადება და სხვა. ამ ღონისძიებების შესრულებას დიდი მნიშვნელობა აქვს

ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის და ბრძოლისუნარიანობის საჭირო დონეზე შენარჩუნებისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები