ყვავილედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yvaviledi.PNG

ყვავილედი - ჩვეულებრივად ყვავილები შეკრებილია ყვავილედების სახით, მაგრამ არის გამონაკლისიც, როდესაც ყვავილი ღეროზე ცალ-ცალკეა განლაგებული (ყაყაჩო, ტიტა, კომში, ვარდი და სხვ.). ღეროს რომელზედაც შეკრებილია ყვავილები ღერძი ეწოდება. ყვავილედები ორგვარია: ბოტრიული და ციმოზური, ბოტრიული ისეთი ყვავილედია, რომლის მთავარი ღერძი მონოპოდიურადაა დატოტიანებული და გვერდით ტოტებზე უფრო ძლიერ განვითარებული გრძელი ყვავილედები აქვს. აღნიშნული ტიპის ყვავილედი მარტივი და რთულია. მარტივს მიეკუთვნება: მტევანი, თავთავი, ტარო, ფარი, ქოლგა, თავაკი, კალათა, მჭადა და სხვ.

მტევანი ისეთი ყვავილედია, როდესაც დაგრძელებულ ღერძზე განლაგებულია თანაბარყუნწიანი ყვავილები (აკაცია, კოწახური, შროშანა, მოცხარი, შოთხვი და სხვ.).

თავთავისათვის კი დამახასიათებელია საყვავილე ღერძზე მჯდომარე ყვავილების განლაგება (მრავალძარღვა, ტირიფი და სხვ.). ტარო თავთავის მსგავსია იმ განსხვავებით, რომ მთავარი ღერძი გამსხვილებულია და ყვავილები ღერძის გარშემო უყუნწოდ სხედან (ლაქაში, მურყანი, არყი და სხვ.). | ფარი ისეთი ყვავილედია, როდესაც სხვადასხვა სიგრძის ყვავილი ღერძზეა განლაგებული ერთ სიბრტყეში (ვაშლი, მსხალი, ქლიავი). ქოლგა ისეთ ყვავილედს წარმოადგენს, რომლის ღერძი შემოკლებულია და მასზე განლაგებულია თანაბარი სიგრძის ყუნწიანი ყვავილები (შინდი, ალუბალი, ხახვი, ფურისულა და სხვ.). | თავაკი, როდესაც დამოუკიდებელი მთავარი ღერძის წვერზე განლაგებულია უყუნწო ან მოკლეყუნწიანი ყვავილები (სამყურა, ცხრატყავა — და სხვ.). კალათა, რომლის გაფართოებულ, გამსხვილებულ, დამოკლებულ ღერძზე მჭიდროდ შეკრული თითქმის ერთნაირი ყვავილებია ან შიგა და განაპირა ყვავილები განსხვავებულია (მზესუმზირა, გვირილა, ღიღილო, სამკურნალო ბაბუაწვერა, გულყვითელა და სხვ.).

რთულ ყვავილედს მიეკუთვნება: რთული თავთავი, საგველა ან რთული მტევანი და სხვ.

კალათა, რომლის გაფართოებულ, გამსხვილებულ, დამოკლებულ ღერძზე მჭიდროდ შეკრული თითქმის ერთნაირი ყვავილებია ან შიგა და განაპირა ყვავილები განსხვავებულია (მზესუმზირა, გვირილა, ღიღილო, სამკურნალო ბაბუაწვერა, გულყვითელა და სხვ.). რთულ ყვავილედს მიეკუთვნება: რთული თავთავი, საგველა ან რთული მტევანი და სხვ.

რთულია თავთავი, როდესაც ღერძზე განლაგებულია პატარა ზომის ყვავილედები, თავთუნები (ხორბალი, ჭანაგა, ჭვავი, ქერი და სხვ.). რთული ქოლგა მარტივი ქოლგებისაგან შედგება კამა, ანისული და სხვ.).

რთული ფარია, როდესაც მარტივი ფარის მთავარი ღერძის (სხვადასხვა სიგრძის ტოტზე) ერთ სიბრტყეზე განლაგებულია სხვადასხვა სიგრძის ყუნწიანი ყვავილი (ანწლი, დიდგულა, ძახველი და სხვ.). საგველა ანუ რთული მტევნის მთავარი ღერძი შედგება მრავალი სხვადასხვა სიგრძის გვერდითი ტოტისაგან. ეს უკანასკნელი კვლავ იტო| ტება და მარტივ მტევნებს ივითარებს (სიმინდი, ვაზი, იასამანი, შვრია, ვაციწვერა და სხვ.). მჭადა ყვავილედი, რომლის მთავარი ღერძი თავქვეა დაკიდებული და მასზე პატარა ზომის ყვავილედებია განლაგებული (მურყანი, მუხა, რცხილა და სხვ.).

გარდა ზემოთ განხილული ყვავილედებისა ცნობილია აგრეთვე ხვეულა, ორთითა-ორკაპა და კლაკნია. ხვეულა ყვავილედია, როცა ყველა გვერდითი ყვავილი მოხრილი ღერძის ერთ მხარეზეა (კესანე, ლენცოფა, ორფერი, ლაშქარა და სხვ.)

ორთითა-ორკაპა ისეთი ყვავილედია, რომლის მთავარი ღერძი მთავრიდება ყვავილით, რომლის ქვემოთ ვითარდება ორი გვერდითი ღერძი ყვავილებით (საპონა, მიხაკი და სხვ.).


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები