მიხაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მიხაკი - (Dianthus cretaceous Adam.); ოჯახი: მიხაკისებრნი (Caryophylaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მრავალღეროიანი; 30-40 სმ სიგრძის, აღმავალი, მარტივი ან დატოტვილი, შიშველი. ფოთლები ხაზურია, შიშველი, კიდეებზე ხაოიანი, სიგანით - 1-2 მმ. ზედა ფოთლები უფრო მოკლეა, ვიდრე ქვედა. გვირგვინის ფურცლები თეორია და შიშველი. ყვ. ნაყ. VII-VIII. სუბალპური და ალპური ზონების მცენარეა. იზრდება ქვიან და ღორღიან ფერდობებზე. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში.