ფხუნდავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფხუნდავი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ანანურის თემში. მდებარეობს მდინარე არყალის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1040 მ. დუშეთიდან 25 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9 ადამიანი.

სახელწოდება

ადგილობრივები ამ სოფელს შაღაანთკარს უწოდებენ, რადგან აქ მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა (ძირითადი გვარი) შაღაშვილებია. სოფელი გვიანფეოდალურ ხანაში ჩანს წარმოქმნილი, რადგან ადრინდელი ქართული საისტორიო წყაროები მას არ იცნობენ. ვახუშტი ბატონიშვილი, და მის კვალად იოანე ბაგრატიონი, ფხუნდავს ფხუნდა-ს სახით წარმოგვიდგენენ.) როგორც ჩანს, XVIII საუკუნისათვის ფხუნდ-ავ- ფორმაში უკვე მომხდარა გამარტივება (-ავ- სუფიქსის ოდენ ხმოვნით წარმოდგენა), ისევე როგორც ეს ნოსტე (← ნოსტ-ევ-ი), ჭულე (← ჭულ-ევ-ი), სანე (← სან-ებ-ა) და სხვა არაერთ ტოპონიმში დასტურდება. მაშასადამე, ფხუნდა ფხუნდავ- ფორმისაგან გვქონია მიღებული. შინაარსობრივად ფხუნდავ-ი, საფიქრებელია, სიტყვა ხუნდს უკავშირდებოდეს. ჴუნდი, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „ტრედთა და გვრიტთა და მისთანათასა… მართვეს ეწოდება“. ასევე განმარტავს სიტყვა ხუნდს ნიკო ჩუბინაშვილი: „მართვე ტრედთა, ქედანთა, გგრიტთა და მისთანათა“. (საინტერესოა, რომ „ხევსურეთში მტრედის შვილს /წიწილას/) „ჴუნდურა“ ეწოდება. ქართული ენის ქართლურ დიალექტში თანხმოვნის სიტყვის თავკიდურა პოზიციაში განვითარება (დართვა) ხშირად ხდება, განსაკუთრებით აფრიკატებისა და უკანაენისმიერთა წინ: (მძვალი, მხვლიკი, მწვინტლი, მცხვარი (მემცხვარე), მძუვი, მშური, მძვირი, მწვეტი… ასევე განვითარებული ჩანს მხუნდ- ფორმაში მ თანხმოვანი (მხუნდ-ი), რომელიც შემდეგ თანხმოვნად ქცეულა (შდრ. მხალი – ფხალი). -ავ- სუფიქსის დართვით არსებით სახელს ტოპონიმის ფუნქცია შეუძენია. ფხუნდ-ავ-ი, მაშასადამე, ნიშნავს: „მტრედის ხუნდზე სანადირო ადგილები“, „მტრედის (ქედნის) ხუნდით მდიდარი ადგილები“, ან: „გარეულ ფრინველ-ნადირზე ხუნდის (ხაფანგი, მახე) დასაგები ადგილები“.

სოფ ფხუნდავი და მისი შემოგარენი ძველად მართლაც განთქმული ყოფილა გარეული მტრედის (ქედნის), აგრეთვე, ნადირის სიმრავლით. საგულისხმოა, რომ ფხუნდავის ახლოს მდებარე ტყიან სერს სამგლე||სამგლეები და ციყვიანები ეწოდება.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები