ფუნქციის პარამეტრული წარმოდგენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფუნქციის პარამეტრული წარმოდგენა - ვთქვათ მოცემულია ერთი ცვლადის ორი ფუნქცია y = y(t), x=x(t). (*)

ასეთი წარმოდგენა განსაზღვრავს F დამოკიდებულებას იგრეკსა და იქსს შორის. t ცვლადს ეწოდება პარამეტრი.

იმ შემთხვევაში, როცა x=x(t) ფუნქცია შექცევადია, ე. ი. შეიძლება გამოვსახოთ t=t(x), მაშინ (*) ტოლობები ასე შეიძლება ჩაიწეროს y = y[t(x)], ანუ y = F(x).

F დამოკიდებულებას გააჩნია გრაფიკი 0xy სიბრტყეზე.

ზოგიერთ შემთხვევაში t პარამეტრს აქვს მარტივი გეომეტრიული მნიშვნელობა.

მაგალითად, y = R cost, x = R sint ფუნქცია განსაზღვრავს (მრავალსახა) ფუნქციას y = ± Funqciis param003.png რომლის გრაფიკია R რადიუსის წრეწირი სათავით 0(o, o) წერტილში. t პარამეტრი არის კუთხე x ღერძის დადებით მიმართულებასა და Funqciis param005.png ვექტორს შორის, სადაც p არის წრეწირის მიმდინარე (t პარამეტრის შესაბამისი) წერტილი.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები