ფრონტი (სამხედრო გაერთიანება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრონტი - (ლათინური front – შუბლი, წინა მხარე), შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება, რომელიც, ჩვეულებრივ, იქმნება ომის დაწყების დროს ჯარების, ზოგჯერ მოკავშირეთა არმიების შესაბამისი გაერთიანებების (შენაერთების) ბაზაზე.

იგი განკუთვნილია ოპერატიულ-სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად საომარი მოქმედებების კონტინენტურ თეატრზე ერთ სატრატეგიულ ან რამდენიმე საოპერაციო მიმართულებებზე. სათავეში უდგას ფრონტის ჯარების სარდალი (მთავარსარდალი). იგი ახორციელებს ხელმძღვანელობას ფრონტის საველე მართვის ორგანოს და ფრონტის შტაბის მეშვეობით. ამოცანებს ასრულებს საფრონტო ოპერაციების მოწყობის გზით, როგორც წესი, სხვა ფრონტებთან, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის გაერთიანებებთან (შენაერთებთან) ურთიერთმოქმედებით. ხორციელდება საომარი მოქმედებების თეატრზე შეიარაღებული ძალების სტრატეგიული დაჯგუფების შემადგენლობაში ან დამოუკიდებლად.

ფრონტის ჯარების საბრძოლო შემადგენლობა განისაზღვრება დასახული ამოცანების, იმ მიმართულებების მნიშვნელობის და ოპერატიული ტევადობის მიხედვით, რომლებზეც ისინი მოქმედებენ, აგრეთვე სხვა პირობებით.

ერთი სარდლობით რამდენიმე არმიის გაერთიანება მოხდა რუსეთ-იაპონიის 1904-05 წლების ომში. II მსოფლიო ომის დროს ფრონტის შემადგენლობაში შედიოდა 3-4-დან 8-9-მდე საერთო-საჯარისო, 1-3 სატანკო, 1-2 საჰაერო არმია, რამდენიმე სატანკო, მექანიზებული, კავალერიის კორპუსი და ჯარების სხვადასხვა გვარეობის და სპეციალური ჯარების რამდენიმე ათეულამდე შენაერთი და ნაწილი, აგრეთვე ლოგისტიკის შენაერთები და ნაწილები. გარდა ამისა, ფრონტი შეიძლება გაძლიერდეს მთავარსარდლობის რეზერვის სხვადასხვა შენაერთით და ნაწილით.

II მსოფლიო ომის დროს ფრონტები იქმნებოდა იაპონიის შეიარაღებულ ძალებშიც, სადაც ისინი ოპერატიულ გაერთიანებებს წარმოადგენდნენ და განკუთვნილი იყვნენ გარკვეულ რეგიონებში მოქმედებისათვის. გერმანიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის არმიებში ოპერატიულ-სტრატეგიულ გაერთიანებებს წარმოადგენდნენ არმიების ჯგუფები;



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები