ფოჩხუა ბიძინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბიძინა ფოჩხუა

ბიძინა ფოჩხუა – (დ. 28 სექტემბერი 1916, ქუთაისი,– გ. 10 თებერვალი 1981, თბილისი), ენათმეცნიერი, ზოგადი ენათმეცნიერებისა და ქართველურ ენათა სპეციალისტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1972).

1939 დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1942-იდან თსუ-ში კითხულობდა ჯერ ზოგადი ენათმეცნიერების, შემდეგ კი ქართული ენის ლექსიკოლოგიის კურსს. 1942-იდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში: იკვლევდა ენათმეცნიერების თეორიის, ქართულ და ქართველურ ენათა ფონეტიკურ-გრამატიკული სტრუქტურისა და ლექსიკოლოგიის საკითხებს.

ბიძინა ფოჩხუა მონაწილეობდა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მომზადებაში (VIII ტომის ერთ-ერთი რედაქტორი). რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (197)). მისი თაოსნობით შედგენილ იქნა ქართული ენის ინვერსიული ლექსიკონი (1967). ფოჩხუა ხელმძღვანელობდა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა სიმფონიის შედგენას თსუ ვაჟა- ფშაველას კაბინეტში. 1970-იდან მუშაობდა ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონის შესადგენად. შეიმუშავა იდეოგრაფიული ლექსიკონის საკუთარი სქემა და ამ სქემის მიხედვით დაამუშავა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მთელი მასალა. გარდა ამისა, მან მოასწრო გაემდიდრებინა სამი დიდი დარგის (არაცოცხალი ბუნება, მცენარეები, ცხოველები) ლექსიკა იმ მასალით, რომელიც არ იყო შესული განმარტებით ლექსიკონში. ეს მასალა გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ (1987). მასვე ეკუთვნის მონოგრაფია ქართული და ზოგადი ლექსიკოლოგიის საკითხებზე: „ქართული ენის ლექსიკოლოგია“ (1974).

თ. შარაშენიძე
ლ. აბულაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები