იდეოგრაფიული ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდეოგრაფიული ლექსიკონი - სამეცნიერო ლექსიკონი, თესაურუსი, რომელშიც ასახულია სემანტიკური მიმართებები (სინონომია, ჰიპონიმია) ლექსიკურ ერთეულებს შორის, იდეოგრაფიულ ლექსიკონში მთელი ლექსიკური მასალა წარმოდგენილია თემატიკური ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახით. ლექსიკონში სიტყვები ლაგდება არა ანბანური პრინციპით, არამედ ცნებითი ბუდეების მიხედვით. იდეოგრაფიული ლექსიკონის შედგენას საფუძვლად ედება ლექსიკური ფონდის თემატიკური კლასიფიკაცია: მასში მაქსიმალურადაა წარმოდგენილი ზოგადი თემები (განყოფილებები), რომლის ქვეკლასიფიკაციასაც ასახავს ქვეთემები (ქვეგანყოფილებები). ამგვარი კლასიფიკაციის არაერთი ცდა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი პირველია პ. მ. როჟეს ლექსიკონი ინგლისური ენისათვის (1852), რომელიც მოიცავს შემდეგ მთავარ თემებს (თავისი ქვეთემატიკური დანაწევრებით): 1. აბსტრაქტული მიმართებანი, 2. სივრცე, 3. ნივთიერება, 4. ინტელექტი, 5. ნებელობა, 6. გრძნობები.

ქართული ლექსიკის ამგვარი კლასიფიკაციის საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა", რომელშიც ათეულობით თემატიკური ბუდეა წარმოდგენილი. პირველი ქართული იდეოგრაფიული თემატიკური კლასიფიკაცია მოახდინა და იდეოგრაფიული ლექსიკონი შეადგინა ბ. ფოჩხუამ. გამოიცა (ავტორის გარდაცვალების შემდეგ) ამ დიდი შრომის მხოლოდ ერთი ნაწილი: „თანამედროვე ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი“, ნაკვ. L თბ. 1987. ლექსიკონში შესულია შემდეგი თემატიკური ჯგუფები: არაცოცხალი ბუნება, მცენარეები, ცხოველები.

ა. არაბული


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები