ფიზიკურ სიდიდეთა ერთეულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიზიკურ სიდიდეთა ერთეულები – კონკრეტული ფიზიკური სიდიდეები, რომელთა რიცხვითი მნიშვნელობები განსაზღვრის თანახმად ერთის ტოლია; ისინი მოიცავენ გაზომვათა ფართო არეს (მექანიკურს, სითბურს, ელექტრულს და ა. შ.).

კაცობრიობის განვითარების ადრინდელ საფეხურზე იყენებდნენ მხოლოდ სიგრძის, ფართობის, მოცულობის, მასისა და დროის ერთეულებს. ამ ერთეულებს სხვადასხვა ქვეყანაში ნებისმიერად ირჩევდნენ, რის გამოც მრავალი ერთნაირ განზომილებიანი ერთეული იყო მაგალითად, საქართველოში სიგრძის საზომად გამოიყენებოდა ადლი (≈ 1 მ.), ბიჯი (ნაბიჯი), გოჯი (≈ 4 სმ), წყრთა, ეჯი და სხვ.

სახელმწიფოთა შორის სავაჭრო ურთიერთობების, შემდგომში კი მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ აუცილებელი გახადა ერთეულთა უნიფიცირება და ერთეულთა სისტემის შემოღება. ამ მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯი იყო საზომთა მეტრული სისტემის შექმნა, შემდგომში კი ერთეულთა საერთაშორისო სისტემის შემოღება, რომელიც მოიცავს მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა დარგს და რეკომენდებულია უპირატესი გამოყენებისათვის.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები