ფარული საცეცხლე წერტილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფარული საცეცხლე წერტილი - ნაგებობა 1–2 ტყვიამფრქვევით, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ტანკების უკან მოძრავ ქვეითებზე უეცარი ცეცხლის გასახსნელად.
ფარულ მდგომარეობაში იგი მიწის დონეზე მაღლა არ მდებარეობს. საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა და უკან დაბრუნება ხორციელდება რამდენიმე წამში.