ფარავნის ქვაჯვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფარავნის ქვაჯვარი – 2.5 მ სიმაღლის ქვაჯვარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. ფარავნიდან აღმოსავლეთით 2.5 კმ მანძილზე, ჯავახეთის ქედის კალთაზე, ზღვის დონიდან 2300 მ სიმაღლეზე. როგორც ფიქრობენ, ძველად იგი უნდა ყოფილიყო ცილინდრული მოყვანილობის მენჰირი, რომელიც მოგვიანებით ქვაჯვარად გადაუკეთებიათ. ჯვრის ცენტრში მოთავსებულ დისკოზე თამარ მეფის დროს მოჭრილი ფულის ემბლემაა გამოსახული.