ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში. 1917 წლამდე შედიოდა ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში, 1917-1930 წლებში – ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან აღნიშნულ მაზრას გამოეყო გორელოეს სახელით, 1933 წლიდან – ბოგდანოვკის რაიონია, ხოლო 2006 წლიდან – ნინოწმინდის. მუნიციპალიტეტის ფართობია 1354 კმ2. მის შემადგენლობაშია 1 ქალაქი (ნინოწმინდა), 9 სოფლის საკრებულო (განძის, დიდი კონდურის, გორელოვკის, დიდი ხანჩალის, ეშტიის, სათხის, ტამბოვკის, ფოკისა და ჯიგრაშენის) და 31 სოფელი. მოსახლეობის უმეტესობა (95.5 %) სომეხია. ცხოვრობენ რუსები (3 %), ქართველები (1.4 %) და სხვ. ქართველები ჭარბობს 1 სოფელში (სპასოვკა), სომხები 29 სოფელში, ხოლო რუსები – 1 სოფელში (გორელოვკა). მოსახლეობის რიცხოვნობა – 34.9 ათ (2014).


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები