სპასოვკა
სპასოვკა, სპასკოე, ქუნცელი – სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, გორელოვკის თემში, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, მდინარე ბუღდაშენის (ფარავნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 2040 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდიან 10 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 381. მათი უმრავლესობა (63 %) ქართველი, სომეხი – 25 %. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.(2002).
XIX საუკუნეში აქ დუხობორები დამკვიდრნენ. 1990-იან წლებში აქ დასახლდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეებიდან გადასახლებული ეკომიგრანტები. XIX საუკუნეში რუსი სექტანტების აქ დასახლების შემდეგ წარმოიქმნა რუსეთის გუბერნიების ქალაქ სპას-კლეპიკი (რიაზანის ოლქი) პარალელური სახელი: „სპასოვკა". სოფლის ქართული სახელია „ქუნცელი”.