ფარავანი (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე ფარავნის ზემო წელი

ფარავანი, (ახალქალაქისწყალი, ჯავახეთის მტკვარი) – მდინარე ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. მისი სიგრძეა 74 კმ, აუზის ფართობი – 9352 კმ2. სათავეს იღებს ფარავნის ტბის სამხრეთი ნაპირიდან, გაივლის საღამოს ტბას, ჯავახეთის ზეგანს და უერთდება მტკვარს. სოფელ ხერთვისთან (ასპინძის მუნიციპალიტეტი). წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულში. ზამთარში დამახასიათებელია ყინულნაპირისი და ყინულსვლა. წყლის რეჟიმს არეგულირებს ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბები.

წყალს იყენებენ სარწყავად და ჰესებისათვის. ბევრგან, ლავებიდან გამოედინება დიდდებიტიანი წყაროები – ლავური ვოკლუზები, რომელთა წყლის ტემპერატურაა 3-60C.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები