ფათიგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფათიგ-ი (ოს. Фатыг) – ნართულ გადმოცემებში ნახსენები განსაკუთრებული სიმტკიცის ციური ფოლადი, რომლისგანაც ზეციური მჭედელი – ქურდალაგონი ნართების იარაღსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს ამზადებს. სწორედ ფატიგისაგან გამოჭედილი სალამური უსახსოვრა ქურდალაგონმა ვარხაგს ტყუპი ვაჟების დაბადებასთან დაკავშირებულ წვეულებაზე; სალამური ისეთი ჯადოსნური იყო, რომ სუფრაზე დადებისთანავე თავად ამღერდებოდა.
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 3. Владикавказ, 2005.