უგანდა
უგანდა (Uganda - უგანდის რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.
ფართობი 236 ათ. კმ 2.
მოსახლეობა 33,7 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – ინგლისური და სუაჰილი.
დედაქალაქი - ქ. კამპალა.
ადმინისტრაციულად იყოფა 4 ოლქად. დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კრება (ერთპალატიანი პარლამენტი).
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1962 წელს. რესპუბლიკად გამოცხადდა 1967 წლის 8 სექტემბერს.
უგანდა სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. აქვს სპილენძის, რკინის, ვოლფრამის საბადოები. სოფლის მეურნეობის ძირითადი კულტურებია: ყავა, ჩაი, თამბაქო.
საერთაშორისო აეროპორტი - ენტებე (კამპალა).
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 45 ათ. კაცი (2012), სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო ჯარები და ტბის ფლოტი (ტბა ვიქტორია). დაკომპლექტება ხორციელდება ნებაყოფლობით.