უაილდერი თორნთონ ნივენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თორნთონ ნივენ უაილდერი

თორნთონ ნივენ უაილდერი − (ინგლ. Thornton Niven Wilder, 1897-1975), ამერიკელი დრამატურგი და მწერალი. 20-იან წლებში დაწერა ერთაქტიანი პიესები, რომლებმაც შემდგომში შეადგინეს ციკლი „ადამიანის ცხოვრების შვიდი ასაკი“ და „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“. პირველი წარმატება მოუტანა პიესამ „ჩვენი ქალაქი“, სადაც იგი, ო’ნილის მსგავსად, წყვეტს კავშირს ყოფით დრამასთან. დიდი სცენური წარმატება ჰქონდა მის პიესას „კომერსანტი იონკერსიდან“ ამ პიესაში იგი აგრძელებს ბრძოლას ნატურალიზმის და ყალბი რომანტიზმის წინააღმდეგ, მიმართავს დრამის ტრადიციული ფორმების პაროდირებას. პულიცერის პრემიით აღინიშნა მისი პიესა „ჩვენი კბილების ტყავი“, რომელსაც აქვს რთული შიდა სტრუქტურა (ორმაგი დრო) და გამოსახავს მარადიულ ადამიანურ ტიპებს. იგი არის ამერიკული ინტელექტუალური დრამის ერთ-ერთი მამამთავარი.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები