ინტელექტუალური დრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტელექტუალური დრამა – მოდერნისტული ტენდენციის კრებსითი, პირობითი სახელწოდება, ხშირად მოიხსენიებენ როგორც „იდეათა დრამას“. ტენდენციის არსი მდგომარეობს ხელოვნების ნაწარმოების ფილოსოფიურ, ინტელექტუალურ გააზრებაში.

ინტელექტუალური დრამა იშვა ეგზისტენციალიზმის წიაღში, თუმც შემდგომ შეიძინა უფრო ფართო მნიშვნელობა და გავრცელდა სხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობებზე ინტელექტუალური დრამა, თავისი არსით, დისკურსიულია (პოლემიკურია). ამ მიმართულების წარმომადგენლები, სახეებით აზროვნების პროცესში, ხშირად უპირისპირდებიან თავისსავე მოსაზრებებს. ინელექტუალური დრამის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ჟ. ანუი, ჟ. პ. სარტრი, ბ. ბრეხტი.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები