ო’ნილი იუჯინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იუჯინ ო’ნილი

იუჯინ ო’ნილი − (ინგლ. Eugene Gladstone O'Neill, 1888-1953), ამერიკელი დრამატურგი. მისი პიესების პირველი კრებული, სახელწოდებით „წყურვილი“, გამოიცა 1914 წელს. ამ პერიოდში იგი დაახლოებულია ნიუ-იორკის მხატვრულ ბოჰემასთან, გამსჭვალულია ანარქისტული სოციალიზმის იდეებით. ამავე წელს იდგმება მისი პირველი პიესა „აღმოსავლეთისკენ, კარდიფის მიმართულებით“ (და სხვ. ე.წ. „საზღვაო პიესები“). მისი პიესის „ჰორიზონტს მიღმა“ დადგმის შემდეგ, იგი ხდება ამერიკის წამყვანი დრამატურგი (პულიცერის პრემია). მწვავე სოციალურ კრიტიკას შეიცავს პიესა „ბანჯგვლიანი მაიმუნი“, თანამედროვე ადამიანის სიხარბეა ასახული პიესაში „ოქრო“, რასიულ დისკრიმინაციას ეხმაურება პიესა „ყველა ღვთისშვილებს ფრთები აქვთ“. სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აგების შეუძლებლობას ქადაგებს პიესა „ვნებანი თელებქვეშ“, ირონიულ-რომანტიკული სატირა ცივილიზაციის თემაზე გადმოცემულია პიესაში „მარკო-მილიონერი“. ამ პიესებში იგი იყენებს ექსპრესიონისტულ ტექნიკას, იყენებს ნიღბებს, შემოჰყავს ქორო, იყენებს „ცნობიერების ნაკადის“ მეთოდს. მას ჰქონდა მცდელობა შეექმნა თანამედროვე ტრაგედია (დრამატული ტრილოგია „გლოვა ელექტრას სახეზე“. 30-იანი წლები მის შემოქმედებაში აღინიშნა ახალი ძიებებით. იგი ქმნის ნატურალისტური დრამა-იგავს „ყინულის დამტარებელი“, ფსიქოლოგიურ დრამას „გრძელი დღე მიმავალი ღამისაკენ“, „მთვარე უსახლკაროთათვის“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები