ტანკსაწინააღმდეგო თხრილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტანკსაწინააღმდეგო თხრილი - ტანკსაწინააღმდეგო ღობურა ღრმა და განიერი ორმოს სახით, რომელიც ეწყობა ტანკისთვის რთული პირობების შესაქმნელად. შეიძლება იყოს სამკუთხა და ტრაპეციული პროფილის, 2 მ-მდე სიღრმით და ზემოდან 5-7 მ სიგანით.
ტანკსაწინააღმდეგო თხრილის მისასვლელებს, ჩვეულებრივ, ნაღმავენ და ფარავენ ყველა სახეობის იარაღის ცეცხლით. ტანკსაწინააღმდეგო თხრილები II მსოფლიო ომში სასაზღვრო სიმაგრეების სისტემაში გამოიყენებოდა.