სტეფანო ჯაკომო დი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯაკომო დი სტეფანო – (დ. 14 მარტი 1585, ნეაპოლი, – გ. 16 დეკემბერი 1633, მესინა), თეატინელი მისიონერი. მამა დონ ჯაკომო დი სტეფანო საქართველოში ჩამოვიდა 1628 წლის 14 დეკემბერს მისიონის პრეფექტ დონ პიეტრო ავიტაბილესთან ერთად და აქ მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. ისინი იყვნენ პირველი თეატინელი მისიონერები საქართველოში. გორში ჩამოსვლისთანავე თეატინელი მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ქართული ენის შესწავლას, რადგან სხვაგვარად მისიონერულ საქმიანობაში წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. ოთხ თვეში უკვე ესმოდათ ენა და შეეძლოთ ექადაგათ ქართულად კათოლიკური სარწმუნოების დოგმატები. სხვა მისიონერებთან შედარებით (დონ პიეტრო ავიტაბილე, დონ არქანჯელო ლამბერტი, დონ ჯოზეფო ჯუდიჩე) ჯაკომო დი სტეფანომ ქართული ენა სწრაფად შეისწავლა, თეატინელი მისიონერების მიერ გორში დაარსებულ სასულიერო სასწავლებელში იგი მოწაფეებს ასწავლიდა ქართულ, ლათინურ და იტალიურ ენებზე. ავტორიტეტული თეატინელი მისიონერის დონ ჯუსტო პრატოს მოწმობით, სტეფანოს შეუდგენია იტალიურ-ქართული ლექსიკონი და ქართული ენის გრამატიკა. იგი განკუთვნილი ყოფილა მისიონერებისათვის, რათა მათ გაადვილებოდათ ქართული ენის შესწავლა. ლექსიკონსა და გრამატიკას ჩვენამდე არ მოუღწევია. ამ მხრივ ს. ფრანჩესკო მარია მაჯოს წინამორბედია. იგი შეიძლება ჩაითვალოს პირველ უცხოელად, რომელმაც ქართული ენის გრამატიკა შეადგინა.

რ. პაპაშვილი


ლიტერატურა

  • ტაბაღუა ი. საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. III, თბ., I987.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები