სოლომონის კუნძულები
სოლომონის კუნძულები - (Solomon Islands), სახელმწიფო ოკეანეთში. განლაგებული წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულთა ჯგუფში.
ფართობი 28,9 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 552,4 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – ინგლისური და მალანეზიური.
დედაქალაქი - ქ. ჰონიარა.
ადმინისტრაციულად იყოფა 9 პროვინციად და 1 – დედაქალაქის ტერიტორიად. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.
დამოუკიდებლობა მოიპოვა 1978 წლის 7 ივლისს. სახელმწიფოს მეთაურია დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით. მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა და ხე-ტყის მრეწველობა.
საზღვაო პორტებია: აუკი, კია, გიზო, ნორო, ტოვი-ტოვი, ჰონიარა, იანდინა.
აქვს 2 აეროპორტი.
შეიარაღებული ძალები არ გააჩნია. ფუნქციონირებს სადაზვევრვო ძალები და სამეფო პოლიცია.