მთავრობის მეთაური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მთავრობის მეთაური – თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს მთავრობის საქმიანობას. ოფიციალური სახელწოდება მთავრობის მეთაურისა სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვაგვარია: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (იტალია), პრემიერ-მინისტრი (დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი), ფედერალური კანცლერი (ავსტრია, გფრ), მთავრობის თავმჯდომარე (ესპანეთი, ლუქსემბურგი) და სხვ. აშშ-ში, მექსიკასა და სხვა საპრეზიდენტო რესპუბლიკაში მთავრობის მეთაურის თანამდებობა გაერთიანებულია სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობასთან, ასე რომ, მთავრობის მეთაურს წარმოადგენს რესპუბლიკის პრეზიდენტი რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას, მთავრობის მეთაური უფლებამოსილია მიიღოს სხვა სახელმწიფოთა დიპლომატიური და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები, ჩაატაროს მათთან მოლაპარაკებები, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციებში, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს სპეციალური უფლებამოსილების გარეშე. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას იგი სარგებლობს დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით. საქართველოს ახალი კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) მეთაური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები