სიღრმიდან ჯარების წინ წაწევის ცეცხლით უზრუნველყოფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიღრმიდან ჯარების წინ წაწევის ცეცხლით უზრუნველყოფა - საცეცხლე ზემოქმედება მოწინააღმდეგის ცეცხლით დაზიანების პერიოდში შეუჩერებლივი შეტევის დროს. წინწაწევის ცეცხლით უზრუნველყოფის პერიოდში გათვალისწინებულია მასობრივი დაზიანების საშუალებების, მაღალი სიზუსტის იარაღის სისტემების სახმელეთო ელემენტების, ტაქტიკური მეწინავე აეროდრომებზე (მოედნებზე) ავიაციის, შორსმსროლელი არტილერიის, გამშვები დანადგარების, ზალპური ცეცხლის და დისტანციური დანაღმვის სისტემების განადგურება და დაზიანება; ასევე ჯარების და იარაღის მართვის პუნქტების, საჰაერო თავდაცვის, დაზვერვის, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების, ჯარებისა და იარაღის მართვის პუნქტების განადგურება.

წინ წაწევის ცეცხლით უზრუნველყოფა შეიძლება დაიწყოს უშუალოდ საწყისი რაიონებიდან ჯარების წინ წაწევამდე, მათი დაწინაურების დასაწყისში ან პროცესში და გაგრძელდეს იერიშის საცეცხლე მომზადების დაწყებამდე. მოიცავს ჯარების წინ წაწევის საარტილერიო და საავიაციო უზრუნველყოფას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები