სიტყვაწარმოებითი ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიტყვაწარმოებითი ლექსიკონილექსიკონი, რომელიც ასახავს სიტყვათა მორფემულ შედგენილობას და დერივაციულ სტრუქტურას. მიზნებისა და შედგენილობის მიხედვით სიტყვაწარმოებითი ლექსიკონი. შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. არსებობს შედარებით მარტივი სიტყვაწარმოებითი ლექსიკონები, რომლებშიც სიტყვათა შორის დერივაციული მიმართებები არ არის აღნიშნული. ასეთი შეიძლება იყოს:

ძირების ლექსიკონები, რომლებშიც საერთო ძირის მქონე ყველა სიტყვა (ან სიტყვათა ჯგუფები) დალაგებულია ანბანზე, მათ შორის სიტყვაწარმოებითი მიმართებების აღნიშვნის გარეშე. ქართული ლექსიკონიდან ამ ტიპისაა, მაგ. „ვეფხისტყაოსნის“ სიმფონია. ფუძეთა და სიტყვა-ფორმათა ინდექსი“ (რედ. მ. ჭაბაშვილი, ალ. ჭინჭარაული, თბ., 1973). ლექსიკონში ბუდეებად არის შეტანილი ვეფხისტყაოსნის ყველა. სიტყვაფორმა, დაჯგუფებული მარტივი ფუძეების (ძირების) მიხედვით;

სიტყვათა მორფემული შედგენილობის ლექსიკონი, რომელშიც წარმოდგენილია მორფემებად დაშლილი სიტყვები ანბანურ რიგზე (ვთქვათ, სა-წერ, სამ-ოსან…) ან ბუდეებად (მაგ., ძმა, ძმ-ურ, სა-ძმ-ო…) და ა. შ.

დერივაციული სტრუქტურის ამსახველ სიტყვაწარმოებით ლექსიკონებში სიტყვები (ფუძეები) სიტყვაწარმოებითი მოტივაციის მიხედვით შეიძლება დალაგებული იყოს ბუდეებად, ან გაწყობილი იყოს ანბანზე სიტყვათა ჯგუფების (მეტყველების ნაწილების) სიტყვაწარმოებითი თავისებურების გათვალისწინებით. მაგ., ასეთებია სახელური ან ზმნური „ფუძეების ლექსიკონები.

სიტყვაწარმოებით ლექსიკონებს განეკუთვნება აგრეთვე აფიქსური მორფემების ლექსიკონი.

ც. კვანტალიანი



წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები