სინგულარული ინტეგრალური განტოლებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინგულარული ინტეგრალური განტოლებებიინტეგრალური განტოლებები ბირთვებითურთ, რომლებიც უსასრულობის ტოლი ხდებიან ინტეგრების არეში ისე, რომ უცნობი ფუნქციის შემცველი შესაბამისი არასაკუთრივი ინტეგრალი განშლადია და იცვლება თავისი მთავარი მნიშვნელობით კოშის მიხედვით.

კარგად შესწავლილი ზოგადი კლასის სინგულარული ინტეგრალური განტოლებებია კოშის ბირთვიანი განტოლებები:

a(t) φ(t) + Singularuli int001.pngWiriti in001.pngSingulari in003.png dz + Wiriti in001.pngK(t,z)φ(z)dz = f(t).

ამ სახის განტოლებებამდე მივყავართ ანალიზურ ფუნქციათა თეორიის, დრეკადობის თეორიის, ჰიდროდინამიკის და სხვა ამოცანებს.

სინგულარული ინტეგრალური განტოლებების შესწავლა დაიწყეს XX ს-ში. იგი პირველად განიხილეს ა. პუანკარემ და დ. ჰილბერტმა. სინგულარული ინტეგრალური განტოლებების თეორიის განვითარებაში დიდი როლი შეასრულეს ტ. კარლემანისა და ი. პრივალოვის შრომებმა. მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს ნ. მუსხელიშვილმა, ი. ვეკუამ, ვ. კუპრაძემ და მათმა მოწაფეებმა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები