ინტეგრება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ინტეგრება – განსაზღვრული და განუსაზღვრელი ინტეგრალის გამოთვლა. ასევე ჯერადი, წირითი და სხვა სახის ინტეგრალების გამოთვლა. გარდა ამისა, ტერმინი ინტეგრება ნიშნავს დიფერენციალური განტოლების ან დიფერენციალურ განტოლებათა სისტემის ამოხსნის მოძებნას.