სილიკომანგანუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სილიკომანგანუმი – ფეროშენადნობი, რომლის ძირითადი კომპონენტებია: მანგანუმი – 30-75%, სილიციუმი – 8-35% და ნახშირბადი 3%-მდე, აგრეთვე რკინა, გოგირდი, ფოსფორი და სხვ. მიიღება მანგანუმის მადნის შიხტის თერმულ ღუმლებში სილიციუმისა და მანგანუმის ერთდროული აღდგენის გზით. გამოიყენება განმჟანგველად და მალეგირებელ დანამატად ფოლადისა და ფერომანგანუმის გამოდნობისას.