სეკანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეკანსიკუთხის ტრიგონომეტრიული ფუნქცია; აღინიშნება secx სიმბოლოთ. მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის სეკანსი ეწოდება ჰიპოტენუზის შეფარდებას ამ კუთხის მიმდებარე კათეტთან და განისაზღვრება ფორმულით: secx=1/cosx .

არაბმა მეცნიერმა აბულ ვაფმა (X ს.) აღმოაჩინა ტანგენსი, კოტანგენსი, სეკანსი და კოსეკანსი. მისი შედეგები ევროპისათვის უცნობი დარჩა და შემდგომში ხელმეორედ იქნა აღმოჩენილი, თუმცა შტურმის ცნობილ სახელმძღვანელოში, რომელიც 1689-1711 წლებში მრავალჯერ გამოიცა, სეკანსის ხაზი არ იყო მოყვანილი. სეკანსების ცხრილი შეადგინა გერმანელმა პროფესორმა რეტიკმა (1551). იგი სპეციალურად ჩავიდა კოპერნიკთან, რათა გასცნობოდა მის თეორიას. სამწლიანი სწავლების შემდეგ რეტიკმა გადაწყვიტა გამოეცა კოპერნიკის შრომა „სფეროთა მიმოქცევის შესახებ“.

სახელწოდება „სეკანსი“ დაკავშირებულია ტრიგონომეტრიული ფუნქციების გეომეტრიულ წარმოდგენასთან მონაკვეთის სახით: secans – „მკვეთი“, „მკვეთის მონაკვეთი“ წარმოშობილია სიტყვიდან seco – „ვჭრი“, „ვკვეთავ“. ტერმინი შემოღებულია 1583 წელს დანიელი მათემატიკოსის ფინკეს მიერ წიგნში „Geometria rotundi“, „ტანგენსის“ ტერმინთან ერთად. სეკანსის პირველი გრაფიკები (პირველ მეოთხედში), რომლებიც ააგეს ვალისა და ბაროუმ (1670) არასწორი აღმოჩნდა. სწორი გრაფიკი გამოქვეყნდა კოუტსის ნაშრომში „ზომათა ჰარმონია“ (1722).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები