ტანგენსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანგენსი – ერთ-ერთი ტრიგონომეტრიული ფუნქცია. მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხის ტანგენსი ეწოდება ამ კუთხის პირდაპირ მდებარე კათეტის შეფარდებას ამ კუთხის მიმდებარე კათეტთან; განისაზღვრება ფორმულით: tgx = sinx/ cosx.

Tangensi.PNG

ტანგენსი, როგორც ვერტიკალური ჭოკის ჩრდილი, შემოიღო არაბმა მათემატიკოსმა აბუ-ლ-ვაფიმ X ს-ში (კოტანგენსთან, სეკანსთან და კოსეკანსთან ერთად). მან შეადგინა ტანგენსებისა და კოტანგენსების ცხრილი. მაგრამ ეს შედეგები ევროპისათვის უცნობი დარჩა. ტანგენსი ხელახლა აღმოაჩინეს ჯერ ბრადვარდინმა (XIV ს), ხოლო შემდგოში რეგიომონტანმა (1467). ამჯერადაც უცნობი დარჩა ეს აღმოჩენა, რადგანაც 100 წლის შემდეგაც კოპერნიკმაც არაფერი იცოდა ამ აღმოჩენის შესახებ.

თავდაპირველად კოტანგენსისა და ტანგენსისათვის იყენებდნენ სახელწოდებას “პირდაპირი ჩრდილი“ და „შექცეული ჩრდილი“. ეს ბუნებრივი სახელწოდება შემოიღო ბრადვარდინმა. „ტანგენსი“ წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან tangere – „შეხება“, tangers – „შემხები“, „მხების მონაკვეთი“. სიტყვა „ტანგენსი“, „სეკანსთან“ ერთად შემოიღო ფინკემ (1583). ვიეტი ამ ტერმინს არ ეთანხმებოდა, რადგანაც, ვარაუდობდა, რომ შეიძლება წარმოიშვას გაუგებრობა გეომეტრიულ ცნებებთან ერთად (მხები და მკვეთი ლათინურად ისეთნაირადვე ჩაიწერება: tangent, secant). სხვა მათემატიკოსებმა – ბრაგემ (1591), პიტისკუსმა (1600) მიიღეს ეს ტერმინი. საყოველთაო ხმარებაში ეს ტერმინი შემოვიდა XVII ს-ში.

ლანმა პირველმა გამოიკვლია ტანგენსის ნიშნები სხვადასხვა კვადრანტის კუთხეებისათვის და დაადგინა ფუნქციის პერიოდი (1705). ტანგენსის გრაფიკი პირველი მეოთხედისათვის ააგეს ჯ. გრეგორიმ (1668) და ბაროუმ (1674). ორი პერიოდისათვის იგი ააგო კოუტსმა. ტრიგონომეტრიული ფუნქციების შემოკლებული ჩაწერა დაიწყეს ფინკეს მიხედვით. იყენებდნენ სხვადასხვა აღნიშვნას, უფრო ხშირად tan, T, t. აღნიშვნა tgx შემოიღო ეილერმა, რომელიც მან ი. ბერნულისგან გადმოიღო. აღნიშვნა tanx შემოიღო ჟირარმა (1626).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები