სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმი

სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმი - ჯავშანმატარებელთა რაზმი ირიცხებოდა სახალხო გვარდიის რეგულარულ შენაერთებში და წარმოადგენდა შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე შენაერთს.

სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რაოდენობის ჯავშნოსანი მატარებელი ირიცხებოდა შენაერთის შემადგენლობაში. ცნობილია 4 ჯავშნოსანი მატარებლის სახელი: ჯავშანმატარებელი №1 - რესპუბლიკელი ; №2 - მუშა; №3 - სიკვდილი ან გამარჯვება და №4 - თავისუფლების სიმაგრე. შტატის მიხედვით, თითოეულ მატარებელზე დაყენებული იყო 2 76,2 მმ-იანი 1904 წლის მოდელის სამთო ქვემეხი (სროლის რადიუსი 4 - 4,2 კმ.) და 12 ტყვიამფრქვევი. გვარდიელებმა მატარებლების საბრძოლო შესაძლებლობები გაზარდეს და არტილერიის რაოდენობა 3-4 ქვემეხამდე, ტყვიამფრქვევების რაოდენობა კი 12-დან 14-25-მდე აიყვანეს თითოეულ ჯავშანმატარებელზე. რაზმმა საბრძოლო მოქმედებებებში თავი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე გამოიჩინა, რუსული არმიის მიერ კავკასიის ფრონტიდან გაცილებისას და ოსმალურ არმიასთან ბრძოლაში, 1918 წლის აპრილში.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რაზმი აქტიურ საბრძოლო მონაწილეობას იღებდა და მრავალი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა: სომხეთ-საქართველოს, საბჭოთა რუსეთ-საქართველოს 1920 და 1921 წლის ომებში. რაზმს მეთაურობდა პირველი რესპუბლიკის პერიოდის ლეგენდარული მებრძოლი და სამხედრო მეთაური ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

დ. სილაქაძე, პირველი რესპუბლიკის ჯავშანმატარებელთა რაზმი, ჟურნალი „ისტორიანი“. 2013, №5.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები