ჯავშანმატარებელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯავშანმატარებელი - ჯავშნიანი მოძრავი სარკინიგზო შემადგენლობა, რომელზეც დამონტაჯებულია საარტილერიო შეიარაღება და ტყვიამფრქვევები. მისი დანიშნულებაა ჯარების ცეცხლით მხარდაჭერა და რკინიგზის ზოლში დამოუკიდებელი საბრძოლო მოქმედებების წარმოება.

ორგანიზაციულად ჯავშანმატარებელი სამხედრო ფორმირებაა, რომელიც შედგება თავად ჯავშნისა და ბაზისგან. ჯავშანი შედგება ჯავშანლოკომოტივისგან, ორი ჯავშანვაგონის ან ჯავშანმოედნისგან და 2 - 4 დაფარვის პლატფორმისგან (აყენებენ ჯავშანს წინ და უკან). იყენებდნენ I და II მსოფლიო ომებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები