საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერია (1918-1921)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არტილერია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არტილერია - პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს რუსული არმიისაგან მემკვიდრეობით ძირითადათ ერგოთ:

  • 1900 და 1902 წლების ნიმუშის 3-დიუმიანი (76,2მმ) საველე ქვემეხები,
  • 1904 და 1909 წლების ნიმუშის 3-დიუმიანი (76,2 მმ) სამთო ქვემეხები,
  • 1904, 1905 და 1909 წლების ნიმუშის 48-ხაზიანი (122 მმ) ჰაუბიცები, 45-ხაზიანი (114 მმ) ბრიტანული ჰაუბიცები.

აღნიშნული საარტილერიო საშუალებების კალიბრი 76,2 მმ-დან 122 მმ-მდე მერყეობდა, საველე ქვემეხების სროლის მანძილი კი 7,5-8,5 კმ-ს აღწევდა, სამთო ქვემეხების კი 4,1-8,4 კმ-ს.

დამოუკიდებლობის პერიოდში შეიარაღებული ძალები განიცდიდა საარტილერიო დანადგარებისა და ჭურვების დიდ ნაკლებობას. კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი თავისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს 1920 წლის 7 იანვარს წერდა, რომ სანდო თანამდებობის პირისგან გაიგო, რომ ქართველებს ბოლშევიკებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად 60 000-იანი არმიისთვის, რომელიც სამომავლოდ 100 000 კაცამდე შეიძლება გაზრდილიყო, სჭირდებოდათ 44 საარტილერიო დანადგარი, თითო სამთო არტილერიის დანადგარზე 2000 ჭურვი, ხოლო დანარჩენზე 1000, რაც მთლიანობაში გამოდიოდა 56 000 ჭურვი.

1920 წლის დეკემბერში საქართველოს გენერალურმა შტაბმა შეადგინა დეტალური ჩამონათვალი იმისა, თუ რა სჭირდებოდა ქართულ შეიარაღებულ ძალებს ჯარის პირველი ნაწილის საჭიროების შესავსებად და 75 000 კაცის მობილიზაციის მოსახდენად. ამ ანგარიშიდან ჩანს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მობილიზაციის ჩასატარებლად სჭირდებოდა 126 სხვადასხვა დანიშნულებისა და კალიბრის ქვემეხი 342 500 ჭურვით.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

დ. სილაქაძე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება, თბ., 2017

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები