კალიბრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კალიბრი (ფრანგული - calibre), ცეცხლსასროლი იარაღის ლულის არხის მიმმართველი ნაწილის დიამეტრი.
თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღის კალიბრი ხშირ შემთხვევაში გამოისახება მილიმეტრებში. გამონაკლისს წარმოადგენს სასროლი იარაღის კალიბრი, რომელიც აშშ-ში ტრადიციულად აღინიშნება დიუმის მეასედ ნაწილებში, ხოლო დიდ ბრიტანეთში - მეათასედებში. არტილერიაში კალიბრი, რომელიც ჭურვის მასით განისაზღვრებოდა, შემოიტანეს XVI საუკუნის შუა წლებში;