სამხედრო ყოფნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო ყოფნა (ადგილსამყოფელი) - სახელმწიფოს (კოალიციის) შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების განლაგება საკუთარი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური მიზნით.

ისტორიულად, სამხედრო ყოფნა უკავშირდება დამპყრობლურ ომებს, დამარცხებული მოწინააღმდეგის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრეთვე ასეთი პოლიტიკისადმი წინააღდგომის ორგანიზაციას სამხედრო თანამშრომლობის მეშვეობით.

XX საუკუნეში ცალკეულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს სამხედრო ყოფნის გამოყენება მომავალი საომარი მოქმედებების თეატრებზე შეიარაღებული ძალების საჭირო დაჯგუფებების შესაქმნელად, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციების დასაცავად, სამხედრო ძლიერების დემონსტრირების, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფის, მოკავშირეების სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის, არასასურველი პოლიტიკური რეჟიმების დესტაბილიზაციის მიზნით და სხვა. ფართო გავრცელება პოვა სამხედრო ყოფნის ისეთმა ფორმებმა, როგორიცაა:

ძირითადად, სამხედრო ყოფნას ახორციელებენ სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურ როლს ასრულებენ მსოფლიო საქმეებში. სამხედრო ყოფნას ხასიათი დამოკიდებულია, უწინარესად, იმ სახელმწიფოს პოლიტიკაზე, რომლის ჯარებიც იმყოფებიან სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე, აგრეთვე ამ პოლიტიკის შესაბამისობაზე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებზე. კერძოდ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთი ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის ყოფნა მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ ამ უკანასკნელის თანხმობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები