სამმტვრიანი ტირიფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამმტვრიანი ტირიფი - Salix triandra L.

Salix triandra L.სამმტვრიანი ტირიფი

მეგრულად – ზიჭონი, ჭიჭონი, ძერწი, ტილიფი.

6 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, იშვიათად 8-10 მ-მდე სიმაღლის ხე. ტოტები წვრილია, სწორი, დრეკადი, შიშველი, მოყვითალო-მწვანე ან მწვანე. ფოთლები ვიწროა, ხაზურ-ლანცეტა ან მოგრძო, უფრო იშვიათად ელიფსური, კიდეხერხკბილა, წვრილი ჯირკვლოვანი კბილებით შემოვლებული, წაწვეტებული, ზემოდან პრიალა და მუქი მწვანე, ქვემოდან უფრო მკრთალი; თანაფოთლები თირკმლისებრია და შემოდგომამდე ზედვეა შერჩენილი. მდედრობითი მჭადები 1,5-4 სმ სიგრძისაა, მამრობითი – უფრო გრძელი, 10 სმ-მდე. მფარავი ქერქლი მოგრძოა, თავბლაგვი, მომწვანო ან ყვითელი.

ნაყოფი შიშველი კოლოფია, მომწიფებისას ორი უკან გადაღუნული საგდულით იხსნება. თესლი მრავალია, ძალიან წვრილი, რბილი თეთრი ბეწვით აღჭურვილი. ყვ. IV-V; ნაყ. V-VI.

იზრდება ხევებში, მდინარეთა და მათი შენაკადების ნაპირებზე, მთის ქვედა სარტყელში. გამოკვლევებით დადგინდა, რომ აღნიშნული სახეობა, ისევე, როგორც ტირიფის სხვა სახეობები შეიცავს პოლიფენოლური შენაერთების მდიდარ კომპლექსს, რაც განმსაზღვრელია მათი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებისა. გამოვლინდა, რომ ყლორტები თავისი ეფექტურობით არა ნაკლებია ქერქზე, რაც იძლევა საშუალებას სხვადასხვა სახეობების ტირიფის ყლორტები გამოყენებულ იქნეს სამკურნალო ნედლეულად, მათ შორისაა სამმტვრიანი ტირიფიც, რომელიც ავლენს ამ თვისებებს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები