თესლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Seed.PNG

თესლი - მომავალი მცენარის ჩანასახია საკვები ნივთიერებებით. იგი გარედან დაფარულია კანით, რომელიც სხვადასხვანაირია: გახევებული, ტყავისებრი, ხეშეში, სიფრიფანისებრი, აპკისებრი, სქელი და თხელi. თესლის ზედაპირი შეიძლება იყოს დანაოჭებული, ზოლებიანი, დაღარული, დაკუთხული, ბორცვებიანი, ფიჭისებრი, ფოროვანი და ა. შ

ზოგიერთი მცენარის თესლი შიშველი ან სხვადასხვა გამონაზარდითა დაფარული, ზოგი ბეწვებითაა შემოსილი, ხშირად კანი ლორწოიანი, წებოვანი ანდა ხორცოვანი ხდება. თესლი სხვადასხვა ფორმისაა: მრგვალი, ოვალური, თირკმლისებრი, სფეროსებრი, მოგრძო, ელიფსური და სხვ. თესლის ზომა ცვალებადია. მცირე ზომის უწვრილესი თესლი მრავალ მცენარეს ახასიათებს (ჯადვარისებრნი, მსხალიჭასებრი, კელეპტარისებრნი და სხვ.). არის დიდი ზომის მსხვილი თესლიც. ამ ორ თესლს შორის ჭარბობს საშუალო ზომის მქონე თესლი, რომელიც ერთმანეთისაგან განსხვავდება წონითაც. მცენარეთა უმრავლესობა თესლს დიდი რაოდენობით ივითარებს. მაგალითად, არყი 300 000-მდე, თამბაქო 400 000-მდე და სხვა.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები