ჟანგმიწა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟანგმიწა – ფხვნილისებრი და მიწისებრი ბუნებრივი რკინის ჟანგი (ლიმონიტი); ბუნებაში გარდა რკინის ჟანგისა, გვხვდება სხვა მრავალი ქიმიური ელემენტის ჟანგმიწა: ვანადიუმის, ვოლფრამის, კადმიუმის, კობალტის, მანგანუმის, მდინარის, მიხაკისფერი, მუქი, მშრალი, ნარინჯისფერი, სტიბიუმის, ტანტალის, ურანისა და სხვ. ჟანგმიწა წყალში არ იხსნება. გამოიყენება მერქნის, ფაიფურის, შპალერის, თიხის ნაკეთობათა და მისთ. შესაღებად.