პროტაზანი (გერმანული – partisane) – შუბი წაგრძელებული და ბრტყელი ლითონის პირით. XVI საუკუნეში ლანდსკნეხტების იარაღი იყო. ევროპულ არმიებში XVIII საუკუნის ბოლომდე ორნამენტებით, გერბებით და ა.შ. შემკული პროტაზანი, ესპონტონის სახელწოდებით, ოფიცრების საპატიო იარაღად ითვლებოდა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი