გერბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გერბი (გერმანული Erbe – მემკვიდრეობა) ემბლემა, მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ.
გერბი იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწიფო გერბი, სამიწაწყლო გერბი – შუა საუკუნეების ამქრების; საგვარეულო გერბი – თავადაზნაურული და ბურჟუაზიული გვარების.
გერბი სპეციალური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა – ჰერალდიკა შეისწავლის.
გერბი გამოსახულია დროშებზე, ბეჭდებზე, მონეტებზე და სხვა. გერბს, როგორც საკუთრების აღმნიშვნელ ნიშანს, ხშირად გამოსახავენ არქიტექტურულ ნაგებობებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, იარაღზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, ხელნაწერებზე, წიგნებსა და სხვა.