პოლინიკესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლინიკესი და ერიფილე.
პელიკეს ფერწერა (ძვ.წ. 460-450 წ.წ.), ლეჩე, რეგიონალური მუზეუმი

პოლინიკესი(ბერძნ.) თებეს მეფე ოიდიპოსისა და იოკასტეს ძე. ეტეოკლესისა და ანტიგონეს ძმა.

როდესაც ოიდიპოსმა დატოვა თებე, ქალაქში დარჩა მისი ორი ვაჟი – ეტეოკლესი და პოლინიკესი. მათ მოილაპარაკეს, რომ რიგ-რიგობით ავიდოდნენ ტახტზე თითო წლით. ეტეოკლესმა პირველმა დაიკავა ხელში სამეფო სკიპტრა. წელი რომ გავიდა, აღარ ისურვა მისი დათმობა და საკუთარი ძმა ქალაქიდან გააძევა. პოლინიკესი შეიფარა არგოსის მეფე ადრასტოსმა და ქალიშვილიც მიათხოვა. მალე მათ თებეს წინააღმდეგ გალაშქრება განიზრახეს. ადრასტოსმა შეკრიბა ჯარი და თებეს ალყა შემოარტყა. მრავალი გმირი დაეცა ბრძოლის ველზე. პოლინიკესმა, სისხლისღვრა რომ შეწყვიტა, ორთაბრძოლაში გამოიწვია ეტეოკლესი. ძმებმა განგმირეს ერთმანეთი. თებეს ლაშქარს სათავეში ჩაუდგა იოკასტეს ძმა კრეონი და არგოსელები გააძევა ქალაქიდან. შემდეგ სამეფო ტახტზე აღზევდა და ბრძანა, ეტეოკლესი დაეკრძალათ, ხოლო მოღალატე პოლინიკესი კი ყორნებისათვის მიეგდოთ. სიკვდილი ელოდა მას, ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩილებოდა. ყველა შეშინდა. მხოლოდ ანტიგონემ აღიმაღლა ხმა მეფის წინააღმდეგ. მან საკუთარი ხელით ამოთხარა სამარე და ძვირფასი ძმა მიწას მიაბარა. მეფის ბრძანების შეუსრულებლობის გამო ანტიგონე დაისაჯა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები