პლანშეტი (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პლანშეტი – (ფრანგ. planchette – დაფა), სცენის იატაკი შედგება ცალკეული ამოსაღები დაფებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის მიდგმული. არსებობს ჰორიზონტალური და დამრეცი პლანშეტი, დაქანებული არიერსცენიდან რამპამდე. დამრეცი განკუთვნილია საბალეტო სპექტაკლებისათვის, რათა მაყურებელმა უკეთ დაინახოს მოცეკვავის ფიგურა. თანამედროვე თეატრებში პლანშეტი მექანიზებულია. მასში განთავსებულია მბრუნავი წრეები, ლიუკები (და ა.შ.).