არიერსცენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არიერსცენა − (ფრანგ. arriere – უკანა) – სცენის სიღრმის სულ ბოლო ნაწილი; ასრულებს სათადარიგო სივრცის ფუნქციასაც ისეთი დეკორაციის განსათავსებლად, რომელიც შექმნის დიდი სიღრმის მქონე სივრცის ილუზიას.
არიერსცენა წარმოიშვა სიღრმისეული სცენა-კოლოფის შექმნასთან ერთად. პარმის ფარნეზეს თეატრში (1619) სცენა უკვე დაყოფილი იყო წინა და უკანა ნაწილებად. სავსებით ჩამოყალიბებული პროპორციების არიერსცენა ჰქონდა თეატრ „ლა სკალას“, რომელიც აგებულ იქნა მილანში 1776-78 წწ.-ში. თანამედროვე თეატრის გამომსახველობითი საშუალებების მრავალფეროვნებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა არიერსცენით მანიპულირების მასშტაბი. მან დიდი მნიშვნელობა შეიძინა. პროექციული სინათლის ეფექტებზე შექმნილი დეკორაციების განვითარებასთან დაკავშირებით.