რამპა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რამპა – (ფრანგ. rampe)
- გამანათებელი აპარატურა, რომელიც დადგმულია სცენის იატაკზე, მის წინა კიდეზე და მაყურებლისაგან დაფარულია პროსცენიუმის წინა მოაჯირით. ანათებს სცენას წინიდან და ქვემოდან. თანამედროვე თეატრში რამპა. წარმოადგენს საერთო გამანათებელი სისტემის ნაწილს.
- ზღვარი მაყურებელთა დარბაზსა და სცენას შორის („რამპის წინ“ ნიშნავს – მაყურებელთა დარბაზში, „რამპის უკან“ – სცენაზე).
- გადატანითი მნიშვნელობით, საერთოდ სცენა, საერთოდ თეატრი (მაგ,. „რამპის შუქის დანახვა“ ნიშნავს სცენაზე გამოსვლას და ა.შ.).