ოპერატიული მომზადება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერატიული მომზადება - სტრატეგიული, ოპერატიულ-სტრატეგიული, ოპერატიული და ოპერატიულ-ტაქტიკური რგოლების მართვის ორგანოებისა და გენერლების, ადმირალების, ოფიცრების მომზადების ძირითადი სახეობა.

ოპერატიული მომზადების მთავარი მიზანია: მომზადების მონაწილეებმა შეიძინონ ღრმა ოპერატიულ-სტრატეგიული და ოპერატიულ-ტაქტიკური ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში მათი ხორცშესხმის უნართან ერთად. ჯარების (ძალების) მიერ ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტისას მათი ხელმძღვანელობისთვის მართვის ორგანოები იყოლიონ მუდმივ მზადყოფნაში.

ოპერატიული მომზადება მოიცავს სამხედრო სტრატეგიისა და ოპერატიული ხელოვნების თეორიული საფუძვლების შესწავლას; შეიარაღებული ძალების მშენებლობის, სამხედრო გეოგრაფიის, სამხედრო მოქმედების თეატრებისა და მათი მოწყობის თავისებურებების, სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებების შესაძლო ხასიათისა და ხერხების შესწავლას; თანამდებობის პირთა პრაქიკული ჩვევების სრულყოფას ჯარების (ძალების) საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს ხარისხში მოყვანისას, ოპერაციების (საომარი მოქმედებების) გაშლის, მომზადებისა და წარმოების დროს;

ოპერატიული მომზადება ითვალისწინებს აგრეთვე წვრთნებისა და იმ ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების მეთოდიკის სწავლებას, რომლებიც ხორციელდება გენერლების, ადმირალების, ოფიცრებისა და ჯარების (ძალების) მართვის ორგანოების მოსამზადებლად.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები